დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა - Palitra News

დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა

2022-12-30 10:09:34+04:00

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში 119:113 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩის დასრულებამდე 1:39 წუთით ადრე "მილუოკი" 8 ქულით იყო წინ, თუმცა დეროუზანის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეხვედრა 106:106 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

ოვერტაიმში "ბულსმა" მეტოქეს აჯობა და 6 ქულის სხვაობით დაამარცხა.

დეროუზანმა 42 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"მილუოკის" მხრიდან თავი იანის ანტეტოკუნმპომ გამოიჩინა, მის ანგარიშზე 45 ქულა, 22 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ამრიგად, "ჩიკაგო" 15 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, "ხარები" მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.