82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა - Palitra News

82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა

2022-12-30 09:13:47+04:00

ბრაზილიელი, საფეხბურთო ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბოლო წლების განმავლობაში ბრაზილიელ ფეხბურთელს თირკმლისა და პროსტატის პრობლემები ჰქონდა.

21-წლიან კარიერაში პელემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა 1 363 თამაშში 1 281 გატანილი გოლით, მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლით.

პელე ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული - 1958, 1962 და 1970 წლებში. 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.