რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება - ჯოზეფ ბორელი - Palitra News

რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება - ჯოზეფ ბორელი

2022-12-30 09:13:16+04:00

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება. აღნიშნულის შესახებ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ესპანელმა დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ ახალ სარაკეტო დარტყმებს უაზრო უწოდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო დარტყმა 29 დეკემბერს განახორციელა