სპორტის სასახლის მიმდებარე ტერეტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა - Palitra News

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერეტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

2022-12-30 09:11:06+04:00

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერეტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 200-დან 2000-ლარამდე ჯარიმა.