საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან თურქმენეთის თურქეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს - Palitra News

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან თურქმენეთის თურქეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

2022-12-30 09:10:37+04:00

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან თურქმენეთის თურქეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.