თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ ამის მიზეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც ყოველდღიურად მძიმდება და უარესდება