პრინცი ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ის ამბობს, რომ მისი ძმა და ქეით მიდლტონი ,,გარკვეული მიზნებისთვის და გეგმებისთვის” დაქორწინდნენ, ქეითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება სამეფო ოჯახის მიმართ. უელსის პრინცესა ამჯერად ვესტმინსტერის სააბატოში გამოჩნდა, სადაც გულშემატკივრებს შეხვდა და დედოფალ ელისაბედის სახელზე, ხე დარგო. ამ დღისთვის ქეითმა „ჰოლანდ კუპერის“ 900 დოლარიანი კუბოკრული პალტო შეარჩია, რომელიც ძალიან მოუხდა ნისლიან ამინდს.ქეითმა თავად მიიღო მონაწილეობა ხის დარგვის ცერემონიაში, რომლის ტრადიციაც თავის დროზე, სწორედ დედოფალმა ელისაბედმა დააფუძნა.