შობისა და ახალი წლის მთავარ ტრადიციად სადღესასწაულო სიმღერების შესრულება ითვლება, რაც მეტ იდუმალებასა და ჯადოსნურობას მატებს დღესასწაულებს, რომლებიც ყოველთვის ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება.Jingle Bells – ფრენკ სინატრაყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერა Jingle Bells, რომელიც კომპოზიტორმა ჯეისონ ლორდ პიერპოინტმა 1857 წელს შექმნა და One Horse Open Sleigh დაარქვა, სინამდვილეში მადლიერების დღეს ეძღვნებოდა, თუმცა, ამერიკელებს ისე ძალიან მოეწონათ კომპოზიცია, რომ მისი შესრულება საშობაოდაც გადაწყვიტეს. აქტუალურობა სიმღერამ ათწლეულების შემდეგაც შეინარჩუნა, მეტიც, Jingle Bells პრაქტიკულად ყველა ცნობილმა მუსიკოსმა შეიტანა საკუთარ რეპერტუარში, თუმცა ჰიტად მხოლოდ ფრენკ სინატრას შესრულებით იქცა.