რიჩარდ გირი და სუზან სარანდონი 18 წლის შემდეგ ეკრანებზე ახალი რომანტიკული ფილმით ბრუნდებიან - Palitra News

რიჩარდ გირი და სუზან სარანდონი 18 წლის შემდეგ ეკრანებზე ახალი რომანტიკული ფილმით ბრუნდებიან

2022-12-30 08:15:40+04:00

მალე ეკრანებზე გამოდის ახალი რომანტიკული კომედია „იქნებ ვთქვა, კი“, რომლის რეჟისორია მაიკლ ჯაკობსი. რეჟისორმა თავი მოუყარა ჰოლივუდის A კლასის მსახიობებს და ფილმში მაყურებელი იხილავს სუზან სარანდონს, რიჩარდ გირს და დაიან კიტონს, ლუკ ბრეისის, უილიამ მეისისა და ემა რობერტს.საინტერესოა, რომ ეს არის სუზან სარანდონისა და რიჩარდ გირის დიდი დაბრუნება ეკრანებზე, რადგან წყვილი კარგად გვახსოვს 2014 წლის გახმაურებული ფილმიდან „მოდი ვიცეკვოთ“.