რიზ უიზერსფუნი და ეშტონ კაჩერი ახალი ფილმის გადაღებებზე - Palitra News

რიზ უიზერსფუნი და ეშტონ კაჩერი ახალი ფილმის გადაღებებზე

2022-12-30 08:15:14+04:00

ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები ახალი რომანტიკული ფილმის „ჩემი თუ შენი ადგილი“ გადაღებებიდან. ფილმის რეჟისორია ელინ ბროშ მაკკენა და მასში მთავარ როლებს რიზ უიზერსფუნი და ეშტონ კაჩერი ასრულებენ.ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი უახლოესი მეგობარია, რომლებიც ამერიკის ორი სხვადასხვა სანაპიროზე ცხოვრობენ. ერთხელ ისინი გადაწყვეტენ, სახლები გაცვალონ და ამით, მათი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება.