Netflix-ი „უცნაური ამბების“ მიხედვით 6-საათიანი ანიმე სერიალის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა What's on Netflix-ი წერს.პროექტი სახელწოდებით Stranger Things Tokyo „უცნაური ამბების“ პირველი სპინოფი იქნება. რეჟისორი მეტ დაფერი აცხადებს, რომ ანიმე სერიალი ორიგინალისგან სრულიად განსხვავებული იქნება და მეტს მოუთხრობს მაყურებელს იმ სამყაროს შესახებ, სადაც სერიალის მთავარი მოვლენები ვითარდება.