ბინიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა - Palitra News

ბინიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა

2022-12-29 20:02:17+04:00

ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნათანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ Times of Israel-ი იუწყება.

„მთავრობისადმი ნდობა დაადასტურა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეთში უმრავლესობას წარმოადგენს“ , - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, ნათანიაჰუმ უკვე დადო ფიცი და ოფიციალურად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ნათანიაჰუ უკვე იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1996-1999 და 2009-2021 წლებში. მისმა წინამორბედმა იაირ ლიპიდმა ქნესეთის სხდომა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.

1-ელ ნოემბერს, 25-ე მოწვევის ქნესეთის ვადამდელი არჩევნების შედეგად, პარტიამ "ლიქუდი", რომელსაც 73 წლის ნათანიაჰუ ხელმძღვანელობდა, პირველი ადგილი დაიკავა. ეს არჩევნები ზედიზედ მეხუთე იყო სამნახევარი წლის განმავლობაში.