საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას დღეს დილიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატები ორბელიანების სასახლესთან გამართულ აქციას ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებულს უწოდებენ. გარდა ამისა ხელისუფლების ოპონენტები პოლიციის უმოქმედობასაც უსვამენ ხაზს და ამბობენ რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტი ვერ დაიცვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი პირიქით სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.