რა გარემოებებზე ისაუბრა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და რა კითხვები ჰქონდა მის მიმართ პენიტენციურ სამსახურს - Palitra News

რა გარემოებებზე ისაუბრა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და რა კითხვები ჰქონდა მის მიმართ პენიტენციურ სამსახურს

2022-12-29 19:39:37+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ოქროს მოწმის გამოკითხვა დასრულდა. ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი მხარეების კითხვებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. ამერიკელმა მედიკოსმა კიდევ ერთხელ გაიმეoრა რომ სააკაშვილი მძიმე მეტალებითაა მოწამლული, ეს კი მისი მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას იწვევს. ამ წუთებში კი სხდომაზე კლინიკა ვივამედის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე იკითხება.