თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა გრძელდება. ამერიკელმა მედიკოსმა მოსამართლე გიორგი არევაძეს საააკშვილის მოწამვლის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნო და გამოთქვა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის დროს მოხვდა. ამერიკელი პროფესორი ფიქრობს, რომ მსაჯვრდებულ სააკაშვილს საქართველოში შესაბამისი მკურნალობა და კვლევეი არ ჩაუტარდა, ამიტომ გასცემს რეკომენდაციას, რომ მან დეტოქსიკაციის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიაროს.