ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ უარყოფს - Palitra News

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ უარყოფს

2022-12-29 13:09:06+04:00

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ უარყოფს. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ამბობს, პრეზიდენტი საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას. მელიას თქმითკ, ყოფილი პრეზიდენტის საქმე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროკავშირში სტატუსის მიღებას და გაწევრიანებას.