თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე ამ წუთებში მსჯელობს. ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექს პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ მას შეწყალების იმედი გაუჩინა.