სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად სამინისტრო არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომლის აღსრულების კონტროლსაც რეგულირების სააგენტო ახდენს. როგორც პრეზენტაციისას ითქვა უწყება აქტიურად მუშაობს სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე წელს გაძლიერდა კლინიკებში, შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები. ძალაში შევიდა რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები. ასევე ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიხსნა თურქეთის ბაზარი. მომდევნო წლიდან კი ქვეყანაში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია გაიხსნება.