თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე გიორგი არევაძე კიდევ ერთხელ მსჯელობს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სასჯელი გადაუვადდეს. სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი გამოიკითხება, რომელმაც სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე ისაუბრა. პროცესს დღეს დისტანციურად არ დაესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.