ლონდონის ჩელსიმ თავის ოფიციალურ საიტზე მიოლდეს და კოტ დ’ივუარის ნაკრების თავდამსხმელის დავიდ ფოფანას ტრანსფერი დააანონსა. შეთანხმებულია, რომ 20 წლის ფორვარდი ლონდონურ კლუბს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შეუერთდება, კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.
"მოუთმენლად ველით ჩვენს კლუბში დავიდთან შეხვედრას", - ნათქვამია ჩელსის განცხადებაში.
ჟურნალისტების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი ჩელსის დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯერჯერობით უცნობია, ლონდონელები ფოფანას იჯარით გაუშვებენ თუ შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლის შანსს მისცემენ.
დავიდ ფოფანა მიოლდეში 2021 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი ნორვეგიული კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 37 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 21 გოლი და შეასრულა 7 საგოლე გადაცემა. Transfermarkt ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებად 7 მილიონ ევროს ასახელებს.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში გრემ პოტერის გუნდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.