დალას მავერიკსის სლოვენიელი გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კალათბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. ლუკამ ეს ნიუ იორკ ნიკსთან, ოვერტაიმში მოგებულ მატჩში შეძლო. დონჩიჩმა სამმაგი დუბლი მოედანზე გატარებულ 47 წუთში შეასრულა.
მან თამაშში 31-იდან 21 სროლა გამოიყენა, 22 საჯარიმოდან კი 16 ზუსტად ტყორცნა.
მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-7 სამმაგი დუბლია. შეხვედრის ბოლო წამებზე ლუკამ საჯარიმო განგებ ააცილა, რის შემდეგაც 2-ქულიანი ჩააგდო და იმ იმედით, რომ თამაში მისმა გუნდმა მოიგო, გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. სინამდვილეში კი, ანგარიში გათანაბრდა - 115:115 და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დალასის გამარჯვებაში თავისი წვლილი სპენსერ დინვიდიმაც შეიტანა, რომელმაც 23 ქულას 6 მოხსნა და 5 პასი დაუმატა. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი კვენტინ გრიმსი იყო, როლის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასია.