კამერონ დიასის გულშემატკივრებისთვის, დღეს პაპარაცულად გავრცელებული ფოტოები, ნამდვილი ზეიმის საბაბი გახდა. კინოდან 8 წლის წინ წასული დიასი პროფესიას დაუბრუნდა და ის გადასაღებ მოედანზეც გამოჩნდა. ახალი ფილმის სახელწოდებაა „ისევ საქმეში“ და მასში მთავარ როლებს დიასთან ერთად ტომ ბრედი და ჯეიმი ფოქსი ასრულებენ. სწორედ დიასი და ფოქსი ჩანან ახალ ფოტოებზე, რომელიც გადასაღები მოედნიდან გავრცელდა, დიასს შავი ფერის შარვალი და წითელი ჟაკეტი აცვია.
ცნობილია, რომ ახალი ფილმისთვის სცენარი დაწერა ბრენდან ობრაენმა. ფილმს “ნეტფლიქსი” იღებს.