მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალდებულს პროკურატურაში რამდენიმე საათში ელოდებიან. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს. ამავე საქმეზე, ექიმ ინასარიძეს კიდევ 2 მედიკოსთან ერთად ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.