ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს გადააჭარბა. BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - Palitra News

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს გადააჭარბა. BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

2022-12-28 20:13:35+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. BBC-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ძლიერი თოვისა და ყინვის გამო ქვეყანაში ათასობით ავიარეისი გაუქმდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.