საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა. France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა. ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდის.