ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს განიხილავენ. სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტი ხატია ჯანაშია იმყოფებოდა , რომელიც თავდაპირველად ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მაია კალანდიას დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი პარტიის სხვა წევრებს. ის ცდილობდა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის დაერიგებინა სურათები, რომლებზეც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაზარალებული პირებია აღბეჭდილი. სხდომაზე იყო შეხლა-შემოხლაც.