ლატვიის ელჩი საქართველოში - ახლა, როდესაც ევროკავშირის კარი ღიაა, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა - Palitra News

ლატვიის ელჩი საქართველოში - ახლა, როდესაც ევროკავშირის კარი ღიაა, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა

2022-12-28 19:29:51+04:00

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისთვის. როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რა შეიძლება იყოს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და რა გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა ლატვიაზე ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ Palitranews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.