ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის „უმაღლესი ორდენით“ დაჯილდოებას აპროტესტებენ - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის „უმაღლესი ორდენით“ დაჯილდოებას აპროტესტებენ

2022-12-28 17:05:31+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის „უმაღლესი ორდენით“ დაჯილდოებას აპროტესტებენ. ვეტარანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები ე.წ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ანქვაბი შელახული რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსია.