პოლონეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, პოლონეთში 950 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების მთლიანი რაოდენობა კი 2 მილიონ სამასი ათასს შეადგენს. ფონდის განცხადებით, პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების 90% ქალები და ბავშვები არიან. ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა ვროცლავსა და ვარშავაში ცხოვრობს. პოლონელი ოფიციალური პირის განცხადებით, სრულწლოვანი უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით 60-70% უკვე დასაქმდა პოლონეთში.