სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ გუნდს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან პროცესი არალოგიკურად იმართება. მმართველი გუნდი ცესკოს არჩევნების ჩავარდნას არ გამორიცხავს.