გადაუვადდება თუ არა სასჯელი მიხეილ სააკაშვილს - ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ახლა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. სანამ მოსამართლე სასჯელის გადავადების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას დღეს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.