მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში" უკრაინის კონსული მივიდა. კონსულს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მონახულებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. კლინიკაში იმყოფება სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების დაჩქარებულად წარმართვაა.