ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კერძოდ, სამშაბათს ნიდერლანდების ბირჟაზე, ევროპის უმსხვილეს ჰაბზე მეგავატსაათი აირის ფასი 77 ევროს ჩამოსცდა ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ბუნებრივი აირის ფასის შემცირების მიზეზებს შორის შედარებით თბილი ამინდია, რის გამოც შემცირდა გაზის მოხმარება, ასევე ერთ-ერთ მიზეზად ქარის ელექტროსადგურებით ენერგიის დიდი რაოდენობით გამომუშავება სახელდება.