თბილისის საკრებულოში დღეს კახი კალაძეს ელოდებიან. დედაქალაქის მერი საკრებულოს წევრებს გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს, ასევე წარადგენს 2023 წლის ბიუჯეტს. ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება. კითხვები სატრანსპორტო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და ვაკის პარკის ტრაგედიას შეეხება.