მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა კოდი გაკპო კარიერას ლივერპულში გააგრძელებს
როგორც ნიდერლანდელის ამჟამინდელ კლუბში, პსვ ეინდჰოვენში განაცხადეს, 23 წლის შემტევი ინგლისში მიდის, სადაც ფორმალობებს მოაგვარებს და იურგენ კლოპის გუნდში ტრანსფერიც დადასტურდება.
ცნობილი სპორტული გამოცემა „გარდიანის“ ინფორამციით, ლივერპული ნიდერლანდელის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს მიიღებს და ეს თანხა ბონუსებით შეიძლება 57 მილიონამდე გაიზარდოს. ეინდჰოვენის ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი აქამდე ირვინგ ლოსანოა, რომელიც 2019 წელს ნაპოლიმ 45 მილიონად იყიდა.
კოდი გაკპომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა და მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, გაკპოს ანგარიშზე კი 3 გოლი იყო. მას ეინდჰოვენთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა.