ინგლისის პრემიერლიგა დაბრუნდა. მე-17 ტურში "არსენალმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ვესტ ჰემმა პირველი ტაიმი საიდ ბენრაჰმას ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო, თუმცა ლონდონელებმა მეორე ნახევარში, 16-წუთიან მონაკვეთში, 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და აქტივში კიდევ ერთი მოგება ჩაიწერეს. გოლები ბუკაიო საკამ, გაბრიელ მარტინელიმ, და ედვარდ ნკეტიამ გაიტანეს.
ამრიგად, 15 შეხვედრის შემდეგ "არსენალი" 40 ქულით გათამაშების ლიდერია. მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვესტ ჰემი" 16 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.