ილონ მასკი: Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მაშინვე დავტოვებ, როგორც კი „საკმარისად სულელ“ შემცვლელს ვიპოვი - Palitra News

ილონ მასკი: Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მაშინვე დავტოვებ, როგორც კი „საკმარისად სულელ“ შემცვლელს ვიპოვი

2022-12-28 10:40:07+04:00

Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ „საკმარისად სულელს“ იპოვის.

„დავტოვებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მაშინვე, როგორც კი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ „საკმარისად სულელს“ ვიპოვი. ამის შემდეგ, მხოლოდ კოდსა და სერვერებზე მუშაობაზე ვკონცენტრირდები“, - წერს მასკი Twitter-ზე.

მანამდე Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის წასვლას. გამოკითხვაში, რომელიც მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩაატარა, გამოკითხულთა 57,5%-მა მის გადადგომას მისცა ხმა.