რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და აღნიშნავს, რომ შედეგად არავინ დაშავებულა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო წერს, რომ საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.
"ხერსონი. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშობიარო განყოფილებას, დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა.შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს. მშობიარობის შემდეგ დაწესებულებაში ხუთი ქალი იმყოფება", - წერს ტიმოშენკო.