Maxi Jazz 65 წლის ასაკში გარდაიცვალა - Palitra News

Maxi Jazz 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

2022-12-28 10:32:31+04:00

Faithless-ის წამყვანი მომღერალი Maxi Jazz 24 დეკემბერს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ვწუხვართ, რომ უნდა გაცნობოთ, Maxi Jazz გუშინ ღამით გარდაიცვალა. ის იყო ადამიანი, რომელიც ბევრი რამე შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში". - ავრცელებს გზავნილს ჯგუფი Facebook-ზე.

Faithless ცნობილი იყო სინგლებისთვის, მათ შორის We Come 1, რომელიც 2001 წელს ჩარტების სამეულში მოხვდა და Insomnia - იმავე რეიტინგით 1996 წელს მესამე ადგილზე გავიდა.

Faithless, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, შედგებოდა ძირითადი წევრებისგან - Rollo, Sister Bliss და Maxi Jazz.

Instagram-ზე ჯგუფმა დაწერა, რომ მომღერალმა "მშვიდად, ძილში განისვენა.