აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რესპუბლიკებს კერძო ინვესტიციები სჭირდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზი“ იუწყება.
„სახელმწიფო პროგრამებით ნაკლებად სავარაუდოა ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარების გარდატეხა. ჩვენ და თქვენ გვჭირდება კერძო ინვესტიცია. რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ ეს ინვესტიციები "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში“, - განაცხადა მან.
ვოლვაჩმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების წილის ზრდაზე მიუთითა.
„მაგალითად, 2013 წელს ჩვენი საკუთარი შემოსავლების წილი "სამხრეთ ოსეთის" ბიუჯეტში 7 პროცენტი იყო, ახლა თითქმის 20 პროცენტია, აფხაზეთის რესპუბლიკაში 40%-დან 50%-მდე გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ რესპუბლიკების ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და საკუთარი შემოსავლებისა და ხელფასების ზრდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე, ზოგადად, რესპუბლიკებში იქნება მიღწეული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.