აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია. დაშავებულია ათობით ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარება კვლავ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს. სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა. გასული ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად ქვეყანაში სატრანსპორტო და ენერგომომარაგების პრობლემებია შექმნილი.