ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივ შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დადებითად ვითარდება, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაა. მისი თქმით, ყარაბაღში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი ასევე მთავარი განსახილველი თემა იყო სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც მასსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ასევე, სომხეთის პრემიერ ნიკო ფაშინიანს შორის 26 დეკემბერს გაიმართა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების განხილვის შესაძლებლობისთვის.