რეფორმების ჯგუფის ინიციატივას, რომ პარლამენტსი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობას გამოასწორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვს, რადგან მათი თქმით, ქვეყანის ევროინტეგრაცია მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზეა დამოკიდებული. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ , რადგან ისინი სასამართლოში პრობლემებს ვერ ხედავენ და ამბობენ , რომ ოპოზიციის წევრებს აჟიოტაჟის შექმნა სურთ.