ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ , იმის შესახებ რომ საქართველოში სერგეი კირიენკო არაოფიციალურ ვიზიტს აპირებს, მმართველ პარტიაში „სისულელეს“ და დეზინფორმაციას უწოდებენ. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მანამ სანამ სერგეი კირიენკო საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს.