პრემიერ მინისტრმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. მან უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და მშვიდობა და ომის სწრაფად დასრულება უსურვა.