ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს - Palitra News

ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს

2022-12-27 15:40:13+04:00

ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდსიტუაციის გამწვავებიდან, ჩინეთს სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა საზღვარი. 8 იანვრიდან შეზღუდვები მოიხსნება მათთვის, ვისაც სამუშაო და სასწავლო ვიზები აქვთ ან ახლობლების მონახულება სურთ. პარალელურად, ჩინეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის რამდენი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლომდე ჩინეთში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით 1-დან ორ მილიონ ადამიანამდე დაიღუპოს.