უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქიში რუსული ძალების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი. დანაკარგებს შორის არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 15 თანამშრომელი.