კოსოვოსთან დაძაბულობის ფონზე, სერბეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადავიდნენ, - ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა.
„სერბეთის პრეზიდენტმა არმიის საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადასვლის ბრძანება გასცა, ეს არის შეიარაღებული ძალის გამოყენების დონე“, - აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.
დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 10 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებმა ბარიკადები აღმართეს და ყოფილი პოლიციელის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ეთნიკურად ალბანელი პოლიციელების წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ნატო-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო ძალების KFOR-ის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ცეცხლის გახსნის შემთხვევების ზრდა.