კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. მისი განცხადებით, დაცვის სურვილია ახალ წლამდე უცხოელი ექსპერტები დაიკითხონ და საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს.სააკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მან კითხვით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რატომ შეეზღუდა მისი ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს წერილების გაგზავნის უფლება. მისივე თქმით, შეიცვალა პაციენტთან დაშვებისთვის აუცილებელი ეკიპირების წესებიც.