აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.განსაკუთრებით რთული ვითარება კვლავ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს.გასული ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად ქვეყანაში სატრანსპორტო და ენერგომომარაგების პრობლემებია შექმნილი.